20 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
"საქართველოში არავის უკვირს, რომ შეერთებული შტატები დაინტერესებულია მედიის თავისუფლების საკითხით," - ნიკოლას ბერლინერი

მაესტროს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები შეაფასა ამერიკის ელჩის მოადგილემ. ნიკოლას ბერლინერის განცადებით, ვაშინგტონი პროცესებს აკვირდება და მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედია-თავისუფლების უზრუნველყოფა.

„ჩვენ ვადევნებთ თვალს, რაც მაესტროს ირგვლივ ხდება. საქართველოში არავის უკვირს, რომ შეერთებული შტატები დაინტერესებულია მედიის თავისუფლების საკითხით. ცნობილია ჩვენი პოზიციაც, ბევრჯერ გავუსვით ხაზი, რომ მნიშვნელოვანია ღია და თავისუფალი მედია გარემოს არსებობა, განსაკუთრებით საარჩევნო წელს. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოში ნამდვილად არსებობს ასეთი გარემო. ცხადია ჩვენ ყურადღებით განვაგრძობთ ამ პროცესებზე დაკვირვებას,“ - განაცხადა ნიკოლას ბერლინერმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები