"არ ამოთხარო" - ამ ლოზუნგით აქცია გაიმართა დღეს გარემოს დაცვის სამინისტროსთან. შეკრებილები უწყების ხლემძღვანელებთან შეხვედრას და ციხისძირში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პასუხებს ითხოვნდენენ. ხელოვანებს, არასამთასვრობო ორგანიზაციებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრებს მინსიტრის მოადგილე შეხვდა, რომელმაც განმარტა, რომ ციხისძირში ჩვეულებრივი სამეურნეო ოპერაცია მიმდინარეობს და საკითხის პოლიტიზირება ხელოვნურად ხდება.
"ერთ-ერთ არგუმენტად დაასახელა ის, რომ თურმე რამოდენიმე ალბათ ერთი ასი წლის მერე რკინიგზას შეუქმნის საფრთხეს ამ ხის არსებობა. ეს ადამაინები მოტივირებულები არიან, რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ასიამოვნონ და ის იყოს კმაყოფილი და ყველაფერზე წამსვლელები არიან“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, 3 ხის გადარგვა ეს არის ჩვეულებრივი სამეურნეო ოპერაცია.
"რა საკითხებიც იქნა დაყენებული აბსოლუტურად ყველა მსჯელობა იყო მცდარი, არცერთი ფაქტი არ იქნა გაჟღერებული. ბუნებრივია, ლოგიკურია, ჩვენ ამას მივეჩვიეთ მაგრამ ძალიან მინდა ვთხოვო საზოგადოებას, ნუ აჰყვება პროვოკაციას, სამი ხის გადარგვა ეს არის ჩვეულებრივი სამეურნეო ოპერაცია, მართალია ეს ხეები არის ასაკიანი, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ასაკიანია და სწორედ იმის გამო, რომ მეტი მოვლა სჭირდება, ეს არის ძალიან ღირსეული საქმე“, - აღნიშნა თეიმურაზ მურღულიამ.