20 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
"საჯარო რეესტრი რეგისტრაციაზე უარს ვერ იტყვის“, - ანა ნაცვლიშვილი "მაესტროს" შესახებ

საჯარო რეესტრი ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად რეგისტრაციაზე უარს ვერ იტყვის. განმარტება ახალგაზრედა იურისტთა ასოციაციაში გაკეთდა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, უარის მიზეზი მხოლოდ სასამართლოს გადაყვწეტილება ან დოკუმენტის ხარვეზიანობა შეიძლება გახდეს.

საიას ხელმძღვანელმა მაესტროს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხითაც შეაფასა.

“აქ არის ორი ძალიან მნიშნელოვანი ინტერესი. ერთი ეს არის მაყურებლის ინტერესი, რომ მან მიიღოს ხარისხიანი პროდუქცია და მეორე, ეს არის მაესტროში დასაქმებულ პირთა უფლებები, რომელიც უნდა იყოს დაცული. დანარჩენი, ვინ იქნება მეწილე და ა.შ. სასამართლოს გადასაწყვეტია. საჯარო რეესტრს არ შეუძლია შეცვალოს ამ დოკუმენტების შინაარსი. სასამართლო არის უფლებამოსილი ორგანო. საჯარო რეესტრი, რეგისტრაციაზე უარს, თუ ტექნიკური ხარვეზი არ დადგინდა, ვერ იტყვის,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 

 

 

დღის ამბები