20 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
ვწყვეტ გაფიცვას, რადგან ახლა ჩემი ძალები სჭირდება ტელევიზიას - ბაია გადაბაძე

მაესტროს მოქმედი მენეჯმენტი და 25 პროცენტის მფლობელი მაკა ასათიანი სასამართლოს დღევანდელ განჩინებას ასაჩივრებს. ერთობლივი განცხადება მედიასთან მათ მას შემდეგ გააკეთეს, რაც ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრი საკითხის გადასაწყვეტად მათ 30 დღიან ვადას აძლევს და ლევან გაჩეჩილაძეს გენერალურ დირექტორად ჯერ არ არეგისტრირებს.

"მოვედი, რომ გავასაჩივრო გადაწყვეტილება, რომელიც არ დამიკმაყოფილა სასამართლომ, ანუ ლევან გაჩეჩილაძის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მე ვასაჩივრებ კრების ოქმს, მაგრამ ეს დამიკმაყოფილა რეესტრმა. ახლა მე მივდივარ, რომ გავასაჩივრო ეს გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ მივდივარ საჯარო რეესტრში, რომ ეს ყველაფერი ვაცნობო. ამასთან ერთად ვწყვეტ გაფიცვას, რადგან ახლა ჩემ გაორმაგებული ძალები სჭირდება ტელევიზიას და ვუდგები ჩემი უფლებამოლისების შესრულებას ჯეროვნად“, - განაცახადა მაესტროს დირექტორმა ბაია გადაბაძემ.

ლევან გაჩეჩილაძის წარმომადგენლები მიმართავენ საქალაქო სასამართლოს, რათა მოხდეს ბაია გადაბაძის სასამართლო განჩინების გამოთხოვა, რომ მოგვიანებით ადვოკატებმა მიმართონ საჯარო რეესტრს.  

"პირობითი განცხადების რეგისტრაციის შედეგად მოხდა ჩვენ მიერ წარდგენილი განცხადების შეჩერება, რომლითაც ვითხოვდით ლევან გაჩეჩილაძის შპს სტუდია მაესტროს დირექტორად რეგისტრაციას. ჩვენ მოვითხოვეთ ამ განჩინების ასლის გადმოცემა, რომელიც შემდეგ უნდა წარვადგინოთ რეესტრში იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენ მიერ დაწყებული სარეგისტარციო წარმოება და ლევან გაჩეჩილაძე დარეგისტრორდეს დირექტორად“, - აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძის წარმოამდგენელმა.      

 

ავტორი: სალომე ბოკუჩავა 

დღის ამბები