ხმაური იყო მეტალურიგული ქარხნის თანამშრომლების ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას. დასქმებულების პროტესტი ქარხანაში მიმდინარე საკადრო პროცესებმა გამოიწვია. ქარხნის მუშების თქმით, დამსაქმებელი მათ ერთი თვით იძულებით უხელფასო შვებულებაში უშვებს.
300-მდე მუშა თებერვლიდან მარტამდე სამუშაო საათების კომპენსირებას და საბაკო კრედიტების ერთი თვით გადავადებას ითხოვს. ქარხნის ადმინისტრაციის განმარტებით პროცესი ბაზარზე არსებულმა კრიზისმა გამოიწვია. ქარხნის თანამშრომლები სამუშაო ადგილებს მარტში დაუბრუნდებიან, ქარხნის იურიდიული სამსახური კი საბანკო შეღავათების შესახებ დოკემენტს ორ დღეში მოამზადებს. ასევე პარასკევს გეგმავენ ქარხანაში დასაქმებულები საპროტესტო აქციის გამართვას.
“ვცდილობთ, რომ გაფორმდეს ხელშეკრულება სადაც იქნება ნათლად, რომ 10 მარტამდე გადაუხდიან ხელფას და 10 მარტიდან გარანტირებული ხელფასი ექნებათ“, - განაცახადა საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარემ ლავრენტი ალანიამ.
საქართველოს მეტალურგიული პროფკავშირების თავმჯდომარის თქმით, ისინი დავას სასამართლოში აპირებენ.
“თუ ადამიანს იძულებით უშვებს, მაშინ ვალდებულია ადმინისტრაცია ხელფასის 100 პროცენტი გადაუხადოს და ჩვენ ამას აუცილებლად სასამართლოს წესით ვიდავებთ“, - აღნიშნა თამაზ დოლაბერიძემ.
მეტალურგიული ქარხნის დირექტორის მოადგილის თქმით, ისინი 300 მდე ადამიანს სამსახურში გაზაფხულზე დააბრუნებენ.
“როდესაც არის შედარებით დაბალი სეზონი ჩვენ ნაწილ თანამშრომლებს ვუშვებთ უხელფასო შვებულებაში. ეს არის 300-მდე ადამინი. ჩვენ მხოლოდ ერთი თვით ვაკეთებთ ამ ღონისძიებას, ყოველ წელს ხდება ასე, რომ გაზაფხულზე იმატებს მოთხოვნა, შესაბამისად - შემოსავლები და ამიტომაც დავაბრუნებთ ამ ხალხს სამუშაოზე. კომპენსაცია ეკუთვნის ადამიანს, რომელიც მუდმივად მიდის სამახურიდან და ეს ხალხი მუდმივად არ მიდის“, - განაცხადა არჩილ მელიქაძემ.