20 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
ირაკლი კორძახიას თქმით, ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დანიშვნის მოთხოვნას ხელახლა დაარეგისტრირებენ

საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატმა. ირაკლი კორძახია აცხადებს, რომ ხვალ საჯარო რეესტრში თავიდან მივა გაჩეჩილაძესთან ერთად და მისი გენერალურ დირექტორად დანიშვნის მოთხოვნას თავიდან დაარეგისტრირებს.

კორძახია ასევე აცხადებს, რომ ხვალ ისინი მიიტანენ საქალაქო სასამართლოს განჩინებას, რომელიც ბაია გადაბაძის მოთხოვნაზე მიიღო.

„30 დღე არის გასაჩივრების ვადა, სამი დღით შეაჩერა საჯარო რეესტრმა ბაია გადაბაძის განცხადების საფუძველზე ლევან გაჩეჩილაძის რეგისტრაციის პროცესი, და ბაია გადაბაძეს მისცა საშუალება, რომ მას წარედგინა სასამართლოს განჩინება იმის დამადასტურებლად, რომ ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნა არის შეჩერებული სასამართლოს მიერ. საჯაროდ გავრცელდა ის ინფორმაცია, რომ სასამართლომ ბაია გადაბაძეს უარი უთხრა, შესაბამისად, ეს შეჩერება ავტომატურად გაუქმდება სამი დღის გასვლის შემდეგ, ან უფრო ადრე, თუ ჩვენ წარვადგენთ სასამართლო განჩინებას, საჯარო რეესტრში,“ - განაცხადა ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ.

კორძახიას ამ განცხადებას მამუკა ღლონტის ადვოკატმა პაატა კიკვიძემ უპასუხა.

„ბაია გადაბაძის განცხადების საფუძველზე დაწყებული წარმოება სანამ არ დასრულდება, მანამდე შეჩერებული უნდა იყოს ლევან გაჩეჩილაძის განცხადების საფუძველზე დაწყებული წარმოება,“ - განაცხადა პაატა კიკვიძემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები