დედაქალაქის ცენტრში მაღალსართულიანი შენობების აგებასა და მერიის მიერ თბილისის რამდენიმე ზონას მშენებლობის კოეფიციენტის გაზრდას საკრებულოს ოპოზიციაში ეხმაურებიან. თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - თბილისის თავმჯდომარის, ირაკლი აბესაძის თქმით, ამგვარი პროექტებით მერიას კერძო დაინტერესება აქვს.
„მაშინ როდესაც მუდმივად აკრიტიკებ წინა ხელისუფლებას, თითქოს, ქალაქის ცენტრში გაცემული ქაოსური მშენებლობის ნებართვების გამო, რომელსაც საცობების წარმოქმნას და ყველა სხვა პრობლემას უკვაშირებ და იგივეს აგრძელებ ფალიაშვილის ქუჩაზე, ჭავჭავაძის გამზირზე. ვხედავთ, რომ მაღალი კოეფიციენტები გაიცემა ქალაქის ისტორიულ ცენტრში, ხორციელდება პანორამა თბილისის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემებს შექმნის. ცხადია, რომ შენ გაქვს ამ პროექტებისგან გაქვს კერძო დაინტერესება ან შენი პოლიტიკური ლოზუნგები იყო აბსოლუტური ტყუილი,“- განაცხადა, ირაკლი აბესაძემ.
ავტორი: ეკო მაღრაძე