ფარულ პატრულირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განმარტება გააკეთა.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არასამთავრობო სექტორის პრეტენზიები უსაფუძვლოა და დაგეგმილ ცვლილებებს ფარულ თვალთვალთან კავშირი არ აქვს.
„უკონტაქტო პატრულირებას ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან არავითარი კავშირი არ აქვს,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.