თავისუფალი დემოკრატები აგრძელებენ კამპანიას ხალხის ხმა. ამჯერად მაია ფანჯიკიძემ და ნინო გოგუაძემ თემქის მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს. პარტიის წარმომადგენლებმა დევნილების საცხოვრებელი დაათვალიერეს და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ.
“ამათი მთავარი პრობლემა ამ 12 ოჯახის რომელიც აქ ცხოვრობს არის ის, რომ მათ არ აქვთ მისამართი ამის აგმო არ აქვთ ძალიან ბევრი რამ, არ აქვთ დაკანონებული არანაირი ფართი და ეს საკითხი მოუგვარონ. შენობა არის ავარიული, ისინი ცხოვრობენ გაუსაძლის პირობებში რისი გამსოწორებაც ევალება სწორედ შესაბამის სამინიტროს“ - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების საერთაშორისო მდივანმა მაია ფანჯიკიძემ.
თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის მოადგილეს თქმით, ისინი ამ პრობლემებს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აუცილებლად მიხედავენ.
“ძალიან ბევრი პრობლემა დაგვხდა რომელიც აუცილებლად მოსაწერიგებელია და შეძლებისდაგვარად ჩვენ დღესაც შევეცდებით მათ დახმარებას თუ არადა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აუცილებლად მივხედავთ“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.