20 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
გუგული მაღრაძე იუმორისტულ გადაცემა "ვანოს შოუში" გასულ ვიდეოს გამოეხმაურა

გუგული მაღრაძე იუმორისტულ გადაცემა ვანოს შოუში გასულ ვიდეოს გამოეხმაურა. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ იუმორისტული ვიდეორგოლი მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ნაწილი იყოს.

„შეიძლება ეს იყოს რაღაც უბრალოდ ხუმრობისთვის, შეიძლება იყოს რაიმე კაპმანიის დასაწყისი, ძირგამომთხრელი და ა.შ. იმიტომ, რომ რუსთავი 2-ს მე უკვე 8 თვეა ვუჩივი ჟურნალისტური ეთიკის საბჭოში. ხანდახან ვხუმრობ ხოლმე, რომ მე ეს ქურქი რომ არ ჩამეცვა, რა ეშველებოდა რუსთავი 2-ს, მთელი ერთ თვიანი კამპანია ქონდა,“ – აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

ბიძოს ანგელოზები - ამ სახელწოდების ვიდეო რგოლი ვანოს შოუში პარასკევს გავიდა. მასში გუგული მაღრაძესთან ერთად სხვა დეპუტატები მანანა კობახიძე და ეკა ბესელიაც ფიგურირებენ.

 

 

 

დღის ამბები