20 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
საქართველოში მედიკამენტებზე ფასები მცირდება

საქართველოში მედიკამენტებზე ფასები მცირდება. კვლევა ფარმაცევტულ ბაზარზე ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ ჩაატარა და სამთვიანი მუშაობის შედეგები დღეს გაასაჯაროვა.

ორგანიზაციამ 200 დასახელების ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების ფასები შეისწავლა.

„მეტწილად იმპორტირებულ მედიკამენტებზე არის შემცირებული ფასები და ეს ემთხვევა ბაზარზე ახალი მსხვილი მოთამაშის გამოჩენას, რომელმაც ფაქტობრივად 30%-ით გაიაფებული მედიკამენტები შესთავაზა მომხმარებელს,“ - განაცხადა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარემ შოთა გულბანმა.

 

დღის ამბები