ციხისძირში ასწლოვანი ხეების მოჭრის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობა პოლიციას უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს. ამ თემაზე სპეციალური ბრიფინგი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა გამართა. მისი თქმით, სამართალდამცავების ყოფნა ობიექტზე არ არის სანქცირებული და ისინი შეკრებილებს გამოხატვის თავისუფლებას უსაფუძვლოდ უზღუდავენ.
„ეს კიდევ ერთხელ ფასდება, როგორც ბიძინა ივანიშვილის პირად ახირებად და ამ პირად ახირებას სამწუხაროდ სახელმწიფო ორგანიზაციები, სახელმწიფო ინსტიტუტები და კერძოდ პოლიცია უსიტყვოდ ასრულებენ. ეს არის შემაშფოთებელი რამ როდესაც ფიზიკური ძალის გამოყენებით ხდება მშვიდობიანი აქციის დაშლა,“ - აცხადებს გოკა გაბაშვილი.