საოლქო-საარჩევნო კომისიების 128 თანამშრომელი, რომლებიც სამსახურის გარეშე დარჩნენ, განცხადებით ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველს მიმართავენ. მათი სახელით დღეს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფკავშირების თაცმჯდომარემ შესაბამისი წერილი დავით უსუფაშვილისა და ეკა ბესელიას სახელზე პარლამენტში შეიტანა.
თანამშრომლები საკითხის გადახედვას და სამსახურში დაბრუნებას მოითხოვენ. მათი ინფორმაციით, ცენტრალურმა საარჩევნოო კომისიამ კანონი დაარღვია და საოლქო-საარჩევნო კომისიების 74 თანამშრომელი პარტიული ნიშნით შეარჩია.
დღესვე საოლქო-საარჩევნო კომისიების ყოფილმა თანამშრომლებმა წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც მიიტანეს.