02 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
ფოთის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვის

ხანძარი დიდუბეში-ამ წუთებში ფოთის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი სახლი იწვის, ცეცხლის ჩაქრობას 16 სახანძრო ეკიპაჟი ცდილობს. ხანძარი მესამე სართულზე გაჩნდა. უსახლკაროდ დარჩენილია 44 ოჯახი.

ცეცხლი სავარაუდოდ სამსართულიანი შენობის სხვენში გაჩნდა და შემდეგ მთელ შენობას მოედო.

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურია მობილიზებული. 

  

 

 

დღის ამბები