02 ოქტომბერი 2024,   08:36
ვრცლად
ქონება რომელსაც დეპუტატი გოგი თოფაძე ფლობს

17 283 კვადრატული მეტრი მიწის ფართობები საცხოვრებელი სახლებითა და ავტოფარეხების ჩათვლით, 26 კომპანიის წილი და ს.ს. ყაზბეგის აქციები - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ქონებისა, რომელსაც დეპუტატი გოგი თოფაძე ფლობს. 

ინფორმაცია საჯაროა და თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული.  გოგი თოფაძის მიერ შევსებული დეკლარაციით კი ირკვევა, რომ 76 წლის დეპუტატის კუთვნილებაშია: 

10 000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი მცხეთაში;

2 642 კვადრატული მერტი მიწის ფართობი ჭავჭავაძის გამზირზე;

17 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი უნივერსიტეტის ქუჩაზე;

1366 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი წყნეთში;

1117 კვადრატული მეტრი არასაცხოვრებელი ფართი ილია ჭავჭავაძის გამზირზე;

912 კვადრატული მეტრი ავტოფარეხი;

712 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი სახლი ჭავჭავაძის გამზირზე;

517 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი სახლი წყნეთში.

საქართველოს პარლამენტის წევრი ასევე ფლობს  2008 წელს გამოშვებული მსუბუქ ავტომობილს მერსედეს ბენც E-350-ს და ლადო გუდიაშვილის ფერწერულ ტილოს. 

დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ გოგი თოფაძე ასევე ფლობს ს.ს. ყაზბეგის აქციების 584608 ფასიან ქაღალდს და საქართველოში არსებული 26 კომპანიის წილებს.

76 წლის დეპუტატს ვი თი ბი ბანკში 2019 წლამდე სესხის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. მან ბანკისგან 2014 წელს 120 000 დოლარი ისესხა.

ამავე თემაზე
დღის ამბები