20 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
თბილისში მასშტაბური მშენებლობები უკვე ნებადართულია

თბილისის ცენტრალურ ნაწილში მასშტაბური მშენებლობები უკვე ნებადართულია. თბილისის მერიამ რამდენიმე მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე, მათ შორის ისტორიულ უბნებში, მშენებლობის კოეფიციენტი გაზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილები, სადაც მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა აკრძალული იყო აღარ არსებობს. 

სპეციალისტები თბილისის მერიის მიერ ბოლო პეროდში დამკვიდრებულ ტენდენციებზე საუბრობენ, როდესაც მუნიციპალიტეტმა ერთმანეთის მიყოლებით სხვადასხვა ტერიტორიებს მშენებლობის კოეფიციენტები გაუზარდა. ასეთია ვაკეში-ჭავჭავაძის გამზირი, აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩები. 

ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე თბილისის მთავრობის ერთ-ერთი პოლიტიკური ლოზუნგი სწორედ მასშტაბურ მშენებლობებზე უარის თქმა იყო. რამდენიმე თვეში კი მერიამ პანორამა თბილისის პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა და სპეციალისტების მოსაზრებები მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ არ გაითვალისწინა.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმის მომზადებაში ბიუჯეტიდან 2 მილიონზე მეტი ლარი იხარჯება, მასშტაბური მშენებლობები დედაქალაქში ამ გეგმის გვერდის ავლით ხდება. მერიას დღეს ამ საკითხზე განმარტება არ გაუკეთებია.

ავტორები: ეკო მაღრაძე, მარიამ შანშიაშვილი

დღის ამბები