ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს დაკავებული 5 აქტივსტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე უნდა იმსჯელოს.
ნაციონალური მოძრაობისა და ორგანიზაცია პარტიზანი მებაღეების წევრები, რომლებიც ციხსძირიდან უნიკალური ჯიშის ხეების გადარგვას აპროტესეტებდნენ, სამართალდამცავებმა პოლიციის დაუმოჩილებლობის ბრალდებით დააპატიმრეს. მათ შორის არიან ქობულეთისა და ბათუმის საკრებულოს წევრები.
პარტიზანი მებაღეების წევრი ნატა ფერაძე აცხადებს, რომ ისინი უკანონოდ არიან დაკავებული.
"ეს არის მოქალაქეების დაშინება, რომ მათ მოქალაქეობრივი პროტესტი და უფლებები ვერ გამოხატონ, ქონდეთ შიში. ისედაც ძალიან დიდია აჭარაში შიში და მოსახლეობა, რომელიც ამას აპროტესტებს, ვერცერთი ბედავს გამოსვლას, ახლა მივხვდი რატომ - პატრულს ყავს ისინი ტერორში," - განაცხადა ნატა ფერაძემ.
უნიკალური ჯიშის ხეების გადატანის სამუშაოები ციხისძირში დღეს ისევ გაგრძელდება. პარალელურად, გრძელდება აქციაც, რომელიც ციხისძირში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.