20 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
რა ზარალი მიადგათ ხანძრის შედეგად ფოთის ქუჩის მაცხოვრებლებს - დაანგარიშება დღეს უნდა მოხდეს

ახლობლებთან გაატარეს გასული ღამე ფოთის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების უმეტესობამ. 2 ოჯახი კი დიდუბის რაიონის გამგეობამ სასტუმროში დააბინავა.

რა ზარალი მიაყენა ადგილორივ მოსახლოებას ცეცხლმა, დაანგარიშება დღის ბოლომდე მოხდება, რის შემდეგაც გამგეობა გადაწყვეტს, თუ რამდენ ოჯახს დასჭირდება საცხოვრებლად ქირით გაყვანა.  

მუნიციპალიტეტის წარმომადგნლები მოსახლეობას დაზიანებული შენობის რეაბილიტაციასაც დაპირდნენ. ხანძრის შემდეგად სულ 44 ოჯახი დაზარალდა.

ფოთის ქუჩის 9 ნომერში მდებარე შენობაში 400 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი დაიწვა. არავინ დაშავებულა. საუბრობენ ხანძრის გაჩენის რამდენიმე ვერსიაზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები