ადვოკატის საქმიანობისთვის ხელის შეშლა, მისი ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მუქარა ან ძალადობა დასჯადი ხდება - სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილბების განხილვას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი იწყებს.
სიახლე კანონდამრღვევი პირისთვის ჯარიმას ან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კანონპროექტი ადვოკატებთან ერთად, ეხება პროკურორებსა და გამომძიებლებსაც. ინიციატივის ერთერთი ავტორი ადვოაკტთა ასოციაციაა.
„როგორც იქნა ჩვენ შევთანმხდით ყველა, რომ ადვოკატი უნდა იყოს დაცული სფერო,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
მასზე მუშაობა ბოლო პერიოდში ადვოკატების ცემის არაერთი ფაქტის შემდეგ დაიწყო.