20 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
თბილისის 62-ე სკოლაში ელექტროსადენებს ცეცხლი გაუჩნდა

62-ე საჯარო სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა. მიზეზი შენობაში გაჩენილი ცეცხლი და ძლიერი კვამლი იყო. სამაშველო სამსახურის ცნობით ცეცხლი ელექტროსადენებს გაუჩნდა.

ადგილზე 4 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მათ ცეცხლი ჩააქრეს და როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, ხანძრის საშიშროება აღარ არსებობს. 

დღის ამბები