ციხისძირში დაკავებული აქციის მონაწილეები ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორებში რჩებიან. პარტიზანი მებაღეები და ქობულეთისა და ბათუმის საკრებულოების დეპუტატები სასამართლო პროცესს ელოდებიან. მათ ჯარიმა, ან 15 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ.
თუმცა ჯერ უცნობია, როდის იმსჯელებს 5 დაკავებულის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის საკითხზე ბათუმის საქალაქო სასამართლო.
პარალელურად, ადვოკატები აქციის მონაწილეების დაკავებას უსაფუძვლოს უწოდებენ და პოლიციის მხირდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობენ.
დაკავებულების ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.