20 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
ფოთის ქუჩაზე გუშინ გაჩენილი ხანძრისგან გამოწვეული ზარალის ოდენობა დღის ბოლომდე გახდება ცნობილი

ფოთის ქუჩაზე გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენლია 44 ოჯახი.

ადგილობირვები ხანძირის გაჩენის მიზეზებზე ვერ საუბრობენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ელექტრო სადენებმა გამოიწვია.

დაზარალებულებს, სამაშევლო სამსახურის თანამშომლების დახმარებით, საკუთარი სახლებიდან ნივთები გამოაქვთ.

ზარალის ზუსტი რაოდენობა სავარაუდოდ დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. შექმნილია სპეციალური საინიციატივო ჯგუფი, რომელიც დაზარალებულებთან გამართავს შეხვედრას.

დიდუბის გამგეობაში განმარტავენ, რომ ყველა დაზარალებული უზრუნველყოფილი იქნება ქირით, იმ დრომდე, ვიდრე არ მოხდება დაზიანებული სახლის რეაბილიტაცია.

„ყველა ადამიანის გაყვანა მოხდება ქირით, ვინც დაზარალებულია, სანამ ბინა საბოლოდ აღდგება,“ - განაცხადა გამგებლის მოადგილე ლალი ჭელიძე.

დღის ამბები