„მე უკვე გამოვკვეთე ირაკლი რუხაძის პირადი პოლიტიკური ინტერესები,“-ეს განცხადება ტელეკომაპანი მაესტროს გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა და აღნიშნა, რომ ირაკლი რუხაძე საკუთარი ქმედებებით ხელისუფლებასთან დაპირისპირებისთვის ტელეკომაპნია მაესტროს იყენებს.
„როდესაც ვამბობდი, რომ ირაკლი რუხაძეს აქვს პოლიტიკური ინტერესები მე მეგონა, რომ ის ქართული ოცნების სასარგებლოდ მოქმედებდა და ეხლა მე უკვე გამოვკვეთე ირაკლი რუხაძის პირადი პოლიტიკური ინტერესები. კითხვაზე რატომ დაიწყეს ეს ყველაფერი მე არასდროს არ მქონდა პასუხი და ეხლა ვხვდები, რომ შესაძლოა ირაკლი რუხაძეს თუ აქვს პოლიტიკაში მოსვლა განსაზღვრული, ამითი ხელისუფლებას არტყამს ირაკლი რუხაძე და ამაში ნებსით ან უნებლიედ არიან გაჩეჩილაძეები ჩართული,“-განაცხადა გადაბაძემ და გია გაჩეჩილაძის ბრალდებებსაც უპასუხა, სადაც გაჩეჩილაძე აცხადებდა, რომ ქვეყნის მართვა არ ნიშნავს გვარამიას და გადაბაძის ხუშტურზე სიარულს.“ გადაბაძემ განაცხადა, რომ სწორედ გაჩეჩილაძის ეს განცხადება გავს შანტაჟს და ის ქვეყანას არ მართავს.
ტელეკომპანია მაესტროს გენერალურმა დირექტორმა კომენტარი პრემიერმინისტრზეც გააკეთა და გია გაჩეჩილაძე მისი რეპუტაციის შელახვაში დაადანაშაულა.
„პრემიერმინისტრის რეპუტაცია ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა გიამ და ეხლა პრემიერი ცდილობს საკუთარი რეპუტაციის გადარჩენას და ეს მათ ჩაიგდეს თავი ამ მდგომარეობაში მე არ გამიკეთებია ეს,“-აცხადებს გადაბაძე.