20 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
ესტაკადა ძველ თბილისში-ძველი ქალაქის ისტორიული გალავანი მიწის ქვეშ მოექცა

ძველი თბილისის ისტორიული გალავანი, რომელიც 4 წლის წინ აღმოაჩინეს, ისევ მიწის ქვეშ მოექცა. პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობის გამო ისტორიული ძეგლი მიწით სამშენებლო სამუშაოების პარალელურად დაფარეს.

მერიის და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს წარადგინეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შესაბამისი დასკვნა, რომლის საფუძველზეც მერიაში ამტკიცებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ისტორიული გალავანი პირვანდელს სახეს შეინარჩუნებს.

გალავნის მიწით დაფარვასთან დაკავშირებით კი, კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს სწორედ უსაფრთხოების ნორმების გამო მოხდა. 

საკრებულოს ოპოზიციაში გალავნის მიწით დაფარვას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ გალავნის განადგურება არ უნდა მოხდეს. 

„საფეხმავლო-სარეკრეაციო ზონა, რომელიც ისტორიული გალავნის გარშემო შეიქმნა, ისეთივე სახით ვეღარ იარსებებს, ერთი საფეხმავლო სივრცით კიდევ ნაკლები იქნება დედაქალაქში,“- განაცხადა საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - თბილისის თავმჯდომარემ, ირაკლი აბესაძემ.

საკრებულოს ფრაქცია გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრი, თამარ ცინცაბაძე, მიიჩნევს, რომ გალავანი მნიშვნელოვანი ძეგლია და მისი განადგურება არ უნდა მოხდეს.

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი. 

დღის ამბები