კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე მეუღლესთან ერთად მიიღო.
ილია მეორემ საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის აუცილებლობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე სტუმრის რუმინულ წარმომავლობასა და საქართველო-რუმინეთის ურთიერთობაზეც იყო საუბარი.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ წელს ანთიმოზ ივერიელის ხსენების 300 წელი სრულდება და ის რუმინეთს პატრიარქის მოწვევით ესტუმრება.