20 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
ხმაური პარლამენტში - ოპოზიცია საუკუნოვანი ხეების გადარგვის ნებართვის გამცემი თანამდებობის პირების დასჯას ითხოვს

ხმაური გარემოს დაცვის კომიტეტზე ციხისძირში მიმდინარე პროცესის განხილვას მოჰყვა. საპარლამენტო უმცირესობამ ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის სურვილის გამო გარემოს დაზიანებაში დაადანაშაულა.

ოპოზიცია იმ თანამდებობის პირების დასჯას ითხოვს, ვინც ასწლოვანი ხეების გადარგვის ნებართვა გასცა.

უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ, რომ ციხისძირიდან ხეების გადარგვით გარემო არ ზიანდება. მმართველი გუნდი ოპოზიციას თემის პოლიტიზირებასა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს.

გარემოს დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი, განმარტავს, რომ ხეების გადატანით პრობლემები არც გარემოს და არც ხეებს არ შეექმნებათ.

ოფიციალური ინფორმაციით, სამი ძირი გიგანტური ხის ამოღების უფლება აჭარის მთავრობამ 31 დეკემბერს კომპანია ზიმოს მისცა. კომპანია ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ახორციელებს.

ავტორები: თეონა ცხომელიძე, ამირან ვარდოსანიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები