20 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
აქცია აჭარის მთავრობის სახლთან - "ნაციონალური მოძრაობა" არჩილ ხაბაძესთან შეხვედრას ითხოვდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ციხისძირის ხეების გადარგვის საქმეზე პროცესის დასრულების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს.

ოპოზიციის წევრები არჩილ ხაბაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. გივი თარგამაძემ შენობაში შესვლა მოითხოვა და პარლამენტარის დამადასტურებელი მოწმობა წარმადგინა, თუმცა დაცვის პოლიციამ მას შენობაში შეცვლის უფლება არ მისცა.

აჭარის მთავრობის სახლთან გამართული აქცია დაიშალა. 

ციხისძირში ხეების გადარგვის საქმეზე დაკავებულები დღეს ხელწერილით გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესი 19 თებერვლისთვის გადაიდო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები