პანორამა თბილისის პროექტის ფარგლებში შესაძლოა, დედაქალაქის ბოტანიკური ბაღიც მოხვდეს. ბოტანიკური ბაღის ახალი ხელმძღვანელი გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
რამდენიმე თვის წინ ყოფილი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების არაოფიციალური მიზეზი სწორედ თბილისის მერიის ის გეგმები გახდა, რომელიც დედაქალაქის ისტორიულ ბაღში უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ ბაღის ყოფილი ხელმძღვანელი, ნინო გოცაძე, საუბრობს.
ბოტანიკური ბაღის მოსალოდნელ საფრთხეებზე ოპოზიცია საუბრობს. ნაციონალური მოძრაობის წევრები მიიჩნევენ, რომ ბაღში დაგეგმილი მასშტაბური ცვლილებები ბიძინა ივანიშვილის პანორამა თბილისს უკავშირდება.
გარემოსდამცველები ბოტანიკურ ბაღში კომერციული ინტერესების განხორციელებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
ავტორები: ეკო მაღრაძე, ვახო ბუნტური, თამარ შალოშვილი.