მაესტრომ შესაძლოა მაუწყებლობა შეწყვიტოს. ეს იმ შემთხევაში მოხდება თუ 19 თებერვალს დაგეგმილი კრედიტორტა კრება ჩაიშლება. უკვე ცნობილია, რომ ამ შეხვედრას ვერ დაესწრება მაკა ასათიანი, რაც შეეხება გია გაჩეჩილაძეს, მისი გეგმები უცნობია. ის არც მის მიერ გავრცელებულ ღია წერილზე საუბრობს, სადაც მის მეგობარ პრემიერმინისტრს ბრალდებებს უყენებს. გია გაჩეჩილაძე დარწმუნებულია, რომ საჯარო რეესტრმა გადაწყვეტილება სწორედ გიორგი კვირიკაშვილისა და თეა წულიკიანის გავლენით მიიღო. წერილში ნახსენებ უწყებებს დღეს კომენტარი არ გაუკეთებია.
მაესტროს მოქმედ გენერალურ დირექტორს კი წერილის გაცნობის შემდეგ ახალი ეჭვი გაუჩნდა. ბაია გადაბაძის თქმით, ირაკლი რუხაძეს პირად პოლიტიკურ ინტერესები აქვს და მაესტრო მოქმედ ხელისუფლებასთან ბრძოლისათვის სჭირდება.
ბაია გადაბაძის მოსაზრებას იზიარებენ ოპოზიციური პარტიები. მმართველ კოალიციაში კი მაესტროს თემას პოლიტიკურ კონტექსტში საერთოდ არ განიხილავენ. მაესტროს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე მთავრობის წევრებმაც გააკეთეს კომენტარი. მინიტრები თავისუფალი მედიის საკითხებში ხელისუფლების ჩართულობას გამორიცხავენ, თუმცა კონკრეტული მედიასაშუალების მფლობელის ან მეწილეს პოლიტიკური ამბიციების არსებობას არ გამორიცხავენ.
ავტორი:მარიკა გოცირიძე