20 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
ეკა მიშველაძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს

ჟურნალისტი არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სასამართლოში ასაჩივრებს. მიშველაზე 6 თვის განმავლობაში ელოდებოდა მაუწყებლის პირველი პირების პასუხს, მისი თოქ-შოუს აღდგენისა, ან სხვა ფორმატის გადაცემის ეთერში გასვლის შესახებ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებით, ჟურნალისტს არხი განმარტებების გარეშე დაატოვებინეს.

გადაწყვეტილების გასაჩივრებას ეკა მიშველაძე სასამართლოში გეგმავს. სარჩელის მომზადებაში ჟურნალისტს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაეხმარება. მიშველაძე აცხადებს რომ მისი გადაცემის დახურვა და სამსახურიდან გათავისუფლება იმ გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება მედიაზე გავლენის მოპოვებას ცდილობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი უკვე მეორე დღეა განმარტებას არ აკეთებს. პოლიტკური თოქ-შოუს დახურვის გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას არ ფლობს პოლიტიკური მიმართულების დირექტორი გიორგი გვიმრამაძეც.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების ნაწილი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი და მიუღებელი იყო. არხის ხელმძღვანელების გადაწყვეტილების შეცვლის ბერკეტი საბჭოს არ გააჩნია, თუმცა ამ საკითხის განხილვას ბორდი მაინც აპირებს.

ავტორი:ეკა გაგუა

დღის ამბები