20 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
პაატა ზაქარეიშვილი მთავრობის სხდომაზე რუსულენოვანი არხის გახსნის ინიციატივით გამოვიდა

გაიხსნება თუ არა საქართველოში რუსულენოვანი არხი, ამ დროისთვის უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ საკითხზე მთავრობის სხდომაზე რამდენჯერმე ისაუბრეს. 

როგორც კურიერთან საუბრის დროს სოზარ სუბარი აცხადებს, რუსულენოვანი არხის გახსნის ინიციატივა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრს, პაატა ზაქარეიშვილს ეკუთვნის.

სოზარ სუბარი ამბობს, რომ  მთავრობის სხდომაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიღებულა და საკითხი მხოლოდ იდეის დონეზე განიხილება.

დევნილთა მინისტრი ამბობს, რომ შესაძლოა არხი არ გაიხსნას და საზოგადოებრივი მაუწყებელს რუსულენოვანი გადაცემები დაემატოს.

დღის ამბები