გრიპის ვირუსის გავრცელების ტენდენცია იკლებს და სპეციალსიტთა შეფასებით ეპიდ აფეთქების საშიშორება აღარ არის.
ბოლო მონაცემებით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა H1N1, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვირუსით საქართველოში 13 ადამიანია გარდაცვლილი.
ლაბორატორიულად დადასტურებულია გრიპის 329 შემთხვევა, აქედან 317-ს H1N1, 12-ს კი H3N2 შტამის გრიპის ვირუსი დაუდგინდა.