მაესტროს მოქმედი გენერალური დირექტორი საჯარო რეესტრს კიდევ ერთი განცხადებით მიმართავს. გადაბაძე თბილისის იუსტიციის სახლში დღეს მივა და მოითხოვს, სამართლებრივი დავის დასრულებამდე, ის მხარედ დარეგისტრირდეს.
გადაბაძე ძმებ გაჩეჩილაძეებს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ გია და ლევან გაჩეჩილაძეები პროცესზე სხვადასხვა გზებით ზეწოლას ცდილობენ.
დღესვე ბაია გადაბაძე მაესტროში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის ელჩს მიაწვდის.
მაკა ასათიანის ადვოკატი გიორგი გვენეტაძე კი აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის უკვე მიღებული გადაწყვეტილების ერთ ან ორ დღეში შეცვლა შეუძლებელია და პროცესი 30 დღის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს.
შეგახსენებთ, რომ სტუდია მაესტროს გენერალურ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის რეგისტრაცია რეესტრმა შეაჩერა, რაც გაჩეჩილაძეებმა უკვე გაასაჩივრეს.