ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორია დადასტურებულია. რამდენიმე ქვეყნის მეცნიერთა ჯგუფმა ობსერვატორული დეტექტორების საშუალებით ლაბორატორიულ პირობებში, გრავიტაციული ტალღების დაფიქსირება პირველად შეძლო, რომელიც დედამიწიდან მილიარდზე მეტი სინათლის წელიწადის დაშორებით ორი შავი ხვრელის შეჯახებამ გამოიწვია.
შეერთებული შტატების ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გამართულ პრესკონფერენციაზე ასტროფიზიკოსებმა გრავიტაციული ტალღების აღმოჩენის შესახებ პირველად აცნობეს საზოგადოებას. მათი განცხადებით, ამ აღმოჩენით ასტრონომიისთვის ახალი ეტაპი იწყება.