20 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
ბაია გადაბაძე საჯარო რეესტრში მხარედ დარეგისტრირებას ითხოვს

მაესტროს მოქმედმა გენერალურმა დირექტორმა საჯარო რეესტრს კიდევ ერთი განცხადებით მიმართა. გადაბაძე სამართლებრივი დავის დასრულებამდე, მხარედ დარეგისტრირებას ითხოვს.

ის ძმებ გაჩეჩილაძეებს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ სურს საქმის კურსში იყოს ყველა გადაწყვეტილების შესახებ. გადაბაძემ ასევე განმარტა, თუ რა შემთხვევაში შესაძლოა შეწყვიტოს მაესტრომ ფუნქციონირება. დღესვე არხის მოქმედი გენერალური დირექტორი მაესტროში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის ელჩს მიაწვდის.

"ჩემი დარეგისტრირება მხარედ არის იმიტომ, რომ თუ კი გაჩეჩილაძეების მხრიდან შემოვა ნებისმიერი განცხადება თუ საჩივარი, მაცნობონ ეს. რაც უფრო გაიწელება დროში პროცესი, მით უფრო გაჭირდება მაესტროს ფუნქციონირება და საბოლოო ჯამში შეიძლება მივიდეს ჩამოშლამდე იმიტომ, რომ ყველა კრედიტორს, არა მაკას, ვაზუსტებ, საერთაშორისო კრედიტორს, როდესაც გაქვს ვალი, აქვს უფლება დამიყადაღოს ანგარიშები. ანგარიშების დაყადაღება კი ნიშნავს იმას, რომ ნებსით თუ უნებლიეთ ტელევიზია შეწყვეტს ფუნქციონირებას“, - განაცხადა ბაია გადაბაძემ.  

დღის ამბები