20 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
საფრანგეთის ღვინის ცივილიზაციების მუზეუმში ქართული მეღვინეობისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება

მომავალ წელს, საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი გამოფენების ციკლს გახსნის. დღეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამოფენის ჩატარებისთვის შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე გამოფენის კონცეფციაზე და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, გამოფენაზე საქართველო წარმოდგენილი იქნება კომპლექსურად, როგორც კულტურული ,  ასევე, სოფლის მეურნეობის ელემენტებით.

"წარმოდგენილია როგორც კულტურული , ასევე სხვა მიმართულებები, რომელიც აუცილებელია ამ წარმომადგენლობისთვის და საქართველოს პრეზენტირებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში. ეს, ასევე,  ბორდოს გარდა გაგრძელდება კიდევ სხვა ქალაქებში", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

დღის ამბები