20 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
"არსეობს ნასყიდობის იურიდიული დოკუმენტი", - მამუკა ღლონტი

გია გაჩეჩილაძემ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში მამუკა ღლონტის ბრალდებას მის მიერ ტელეკომპანიის 25 პროცენტის გაყიდვასთან დაკავშირებით სიცრუე უწოდა. არხის დამფუძნებელი გაჩეჩილაძის ინტერვიუს ჯერ სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა, შემდეგ კი სატელეფონო ინტერვიუში დაადასტურა, რომ არსებობს ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომელიც ადასტურებს წილის გაყიდვას.

„არსებობს იურიდიული დოკუმენტი, წინარე ხელშეკრულება და სასამართლოში იქნება ჩვენი მამტკიცებელი საბუთი. განიხილავს სასამართლო და გამოიტანს დასკვანს. 400 ლარი მანდ წერია სიმბოლურად და რაც შეეხება გადამხდელს, ეს არის კონფედეციალური ინფორმაცია და ამის თქმის უფლება არ მაქვს", - განაცხადა ტელეკომპანია მაესტროს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა.

დღის ამბები