20 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალ საპილოტე პროექტს იწყებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან ერთად (IDFI) ახალ საპილოტე პროექტს იწყებს.

პროექტის მიზანი სამინისტროსთვის ანტიკორუფციული ჩარჩო დოკუმენტის შექმნაა.

"აღნიშნული დოკუმენტი მოგვცემს შესაძლებლობას, რათა უფრო მეტი გამჭვირვალობით ჩვენ შევძლოთ მოსახლეობისთვის იმ ინფორმაციისა და აქტივობების მიწოდება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ", - განაცხადა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია დარჩიაშვილმა.

აღნიშნული პროექტი პირველი პრეცედენტია საჯარო სივრცეში და იგი საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეფექტური მმართველობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

დღის ამბები