20 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
აქცია კანცელარიასთან - "ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებულები კუთვნილი ბინების დაბრუნებას მოითხოვენ

სამშენებლო კომპანია ცენტრ პოინტის მიერ დაზარალებულებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები კუთვნილი ბინებისა და ობიექტების დაბრუნებას მოითხოვენ.

დაზარალებულები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი მათ დახმარებას დაჰპირდა. ხელისუფლების წარმომადგენლებს კი კომპანიასთან გარიგებაში ადანაშაულებენ და პრემიერმინისტრსა და პროკურატურას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით გიორგი კვირიკაშვილის სახელზე ხელმოწერების შეგროვებაც დაიწო.

დღის ამბები