ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ენგურჰესის წყალსაცავში წყლის ნაკლებობაა. კახა კალაძის განმარტებით, არსებობს რეალური საშიშროება, რომ ორი კვირის შემდეგ აფხაზეთს ელექტროენერგიას ვერ მივაწვდით.
მინისტრის განცხადებით პრობლემის შესახებ აფხაზური მხარე ინფორმირებულია.
"არის დაახლოებით 2 კვირის მარაგი ელექტროენერგიისა, რომელიც მიეწოდება აფხაზეთს და საშიშროება არის იმისა, რომ ვერ შევძლოთ ელექტროენერგიის მათთვის მიწოდება. ეს ინფორმაცია მათთვის მიწოდებული გვაქვს და ვმუშაობთ ერთობლივად, რომ ეს პრობლემა რაიმე გზით იქნეს მოგვარებული", - განაცხადა კახა კალაძემ.