მარტყოფში თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა. 72 ადამიანზე გათვლილი თავშესაფრის მშენებლობას ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით 2 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი.
ახალი შენობა აღჭურვილია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. გარემო ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც.
გახსნის ცერემონიას ამერიკის ელჩი საქართველოში და დევნილთა და განსახლების მინისტრი დააესწრნენ.