20 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
სინოდის სხდომაზე მსოფლიო საეკლესიო კრებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები განიხილეს

მსოფლიო საეკლესიო კრებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები განიხლეს დღეს სინოდის სხდომაზე. თითქმის ხუთსაათიანი შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები იმ დოკუმენტების შესახებ მსჯელობდნენ, რომელსაც მსოფლიო კრებაზე საქართველოს ეკლესია წარადგენს. მანამდე კი მათ შინაარსში გარკვეული შესწორება შევა, ასევე დღევანდელი სინოდის სხდომის მიმდინარეობისას დელეგაციის შემადგენლობაზეც ისაუბრეს. უკვე ცნობილია, რომ მსოფლიო საეკლესიო კრებას ქართული ეკლესიის 24 მღვდელმთავარი დაესწრება.

დღევანდელ სინოდის სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობდა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები