20 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
ბაია გადაბაძემ ევროკავშირის ელჩს "მაესტროს" გარშემო მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვება სთხოვა

მაესტროს მოქმედი გენერალური დირექტორი ევროკავშირის ელჩს შეხვდა. ბაია გადაბაძემ იანოშ ჰერმანს ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ვითრებაზე დაკვირვება სთხოვა.

გადაბაძემ ელჩს ის დოკუმენტი გადასცა, რომელშიც სადაო წილების საკითხზეა საუბარი.

„დეტალურად გავაცანით ელჩს ინფომრაცია, თივთონაც იყო ძალიან კარგად ინფორმირებული. როგორც წერილობით დოკუმენტური მასალა მივუტანე, ასევე სიტყვიერადაც მოვუყევი ყველაფერი. მკითხა რა იყო ჩვენი პირველადი თხოვა, რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს არის დაკვირვება იუსტიციის სამინისტროზე და სასამართლოზე,“ - აცხადებს ბაია გადაბაძე.

 

დღის ამბები