20 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
კიდევ ერთი უარი-საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძის მოთხოვნას უპასუხა

ლევან გაჩეჩილაძეს საჯარო რეესტრმა ტელეკომაპნია მაესტროს დირექტოროად დარეგისტრირებაზე უარი უკვე მეორედ უთხრა. შესაბამისი დოკუმენტი რეესრტის ოფიციალურ გვერდზე 15:41 გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ ხარვეზი, რომლის გამოც ლევან გაჩეჩილაძეს პირველად უარი ეთქვა აღმოფხვრილი არ არის.

დღესვე 17:57 წუთზე სამუშაო დღის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ლევან გაჩეჩილაძემ რეესტრში დამატებითი დოკუმენტაცია წარადგინა და დაჩქარებული წესით მოითხოვა ტელეკომპანია მაესტროს დირექტორად დარეგისტრირება. რეესტრის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნულია, რომ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არის სასამართლოს განჩინება.  

გაჩეჩილაძის ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ კურიერს განუცხადა, რომ სარჩელს ამზადებს და დამატებით დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებს.

შეგახსენებთ, რომ კორძახიამ საჯარო რეესტრს ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დარეგისტრირების მოთხოვნით მეორედ გუშინ მიმართა. მანამდე კი უწყებამ მის დარეგისტრირებაზე უარი ბაია გადაბაძის განცხადების საფუძველზე უთხრა, რომელიც მოითხოვდა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ტელეკომპანიაში ახალი დირექტორი არ დანიშნულიყო.  

დღის ამბები