20 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
ციხისძირში მიმდინარე აქცია მორიგი დაკავებით დასრულდა

ციხისძირში მიმდინარე აქცია მორიგი დაკავებით დასრულდა. ქობულეთის საკრებულოს ორი დეპუტატი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი, თუმცა სამართალდამცველებმა მათი დაკავების მოტივები და ბრალდება ვერ განმარტეს. დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ციხისძირის სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც უშუალოდ ხეების გადარგვის სამუშაოები მიმდინარეობს.

დაკავება და ადამიანების ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაყვანა მაშინ განხორციელდა, როდესაც აქციის მონაწილეების ნაწილი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს ხვდებოდნენ. არჩილ ხაბაძე აცხადებს, რომ გუშინდელი და დღევანდელი დაკავებაც სავარაუდოოდ კანონერი იყო, რადგან მისივე მტკიცებით კომპანიას ყველა ის ნებართვა გააჩნია, რაც ხეების გადარგვისთვისაა საჭირო.

2 ადამინის და აქციის მონაწილეების დაკავების შემდეგ, პოლიციელებმა ივანიშვილის ეზოში გადასარგველი ხეების ირგვლივ ცოცხალი კედელი აღმართეს. აქცია კიდევ რამდენიმე საათს გაგრძელდა.

საკრებულოს წევრი დეპუატატები და პატიზანი მებაღეები სამართალდამცველებმა ციხისძრში პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით გუშინაც დააკავეს. ხუთივე პირი მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. დღეს დაკავებული პირები ქობულეთის წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს. მათი ბრალდების საქმეზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

ავტორი: დავით ქაშიაშვილი

დღის ამბები