20 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
ასტროფიზიკოსებმა გრავიტაციული ტალღების არსებობა ლაბორატორიულად დაადასტურეს

გრავიტაციული ტალღების არსებობა, რასაც ჯერ კიდევ 100 წლის წინ ალბერტ აინშტაინი ამტკიცებდა, ასტროფიზიკოსებმა ხანგრძლივი კვლევების შემდეგ ლაბორატორიულად დაადასტურეს.

ექსპერიმენტი ვაშინგტონსა და ლუიზიანაში მდებარე ობსერვატორიებში ჩაატარეს და ტალღების სიგნალი რამდენიმეწამიანი ინტერვალით მიიღეს. მეცნიერების მტკიცებით, ეს ტალღები ორი შავი ხვრელის შეჯახების შედეგად წარმოიშვა.

ასტროფიზიკოსებმა ზუსტად დაადგინეს შავი ხვრელების მოცულობა, ერთმანეთის გარშემო მათი ბრუნვის სიჩქარე და შეჯახების შემდეგ წარმოქმნილი გამოსხივების სიძლიერეც.

ექსპერიმენტის ავტორები აცხადებენ, რომ გრავიტაციული ტალღების აღმოჩენით კოსმოსის კვლევის ახალი ეტაპი იწყება.

 

დღის ამბები