წელს ინტერნეტ საძიებო სისტემა Google-ის შეჯიბრში საქართველოც ჩაერთო. კომპიუტერული პროგრამირების გუნდურ კონკურსში - გუგლ ჰეშ კოდი საქართველოდან 100 მონაწილე დარეგისტრირდა.
კომპიუტერულ ინჟინერიაში ლოგიკური ამოცანის გადასაწყვეტად კონკურსანტებს სულ 4 საათი მიეცათ.
გუგლ ჰეშ კოდის დავალების ამოხსნა საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების 100-მდე სტუდენტმა სცადა. ევროპაში წელს, საქართველოს გარდა 200-ზე მეტი საკონკურსო ცენტრი გაიხსნა.
ქართველ სტუდენტებს წარმატებას უწინასწარმეტყველებენ პროფესორები.
კომპიუტერულ პროგრამირებაში საკვალიფიკაციო ეტაპზე გამარჯვებული პროექტებს ინტერნეტ საძიებო სისტემა 15 თებერვალს გამოვლენს. იმ შემთხვევაში თუ ქართველი პროგრამისტები გუგლის კრიტერიუმებს გადალახავენ, ისინი 14 მარტს გუგლ ჰეშ კოდის ფინალში მოხვდებიან.
ავტორი:თამთა დოლენჯაშვილი