თბილისის ძველ უბანში გუშინ, გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. ასკანის ქუჩაზე ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროენერგიის გაყვანილობას გაუჩნდა. ცეცხლი ძველი ტიპის სამსართულიან სახლს ეკიდა.
ხანძრის შედეგად მსუბუქი დაზიანება ერთ-ერთმა ადგილობრივმა და მეხანძრემ მიიღეს.
ადგილზე 5 სამაშველო მანქანა მუშაობდა. ხანძრის შედეგად 120 კვადრატულ მეტრამდე ფართობი დაიწვა.
კრწანისის გამგებლის, გიორგი კოპალეიშვილის, თქმით, დაზარალებულები სასტუმროში გადაიყვანეს. ზარალის დათვლის შემდეგ კი მათ გამგეობა დაეხმარება.