პოლიციის მიერ დაკავებული 19 წლის გიორგი მოლაშვილის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა ყვარლის პოლიცის წინ აქცია გამართეს.
ისინი სამრთლიანი განაჩენი გამოტანასა და მოლაშვილის დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციელებმა ახალგაზრდა გაურკვეველი მიზეზით დააკავეს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ახლობლების მტკიცებით, მას შემდეგ, რაც მოლაშვილმა არაადამიანური მოპყრობის შესახებ განაცხადა, ბრალი დაუმძიმეს და პოლიციელზე თავდასხმაში დაადანაშაულეს.
გიორგი მოლაშვილი სამ თებერვალს პოლიციამ ნარკოლოგიური შემოწმებისთვის აიყვანა. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.