ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნუგზარ წიკლაური, წალკაში ეკომიგრანტების დასახლებაში იმყოფებოდა. ადგილობრივების თქმით, მათი მდგომარეობა გაუსაძლისია.
ისინი ამბობენ, რომ არა აქვთ ელექტროენერგია და სასმელი წყალი. ეკომიგრანტებმა მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას და რეაგირება არ მოჰყოლია.
„მათ არა აქვთ არანაირი პირობები იმისათვის, რათა იცხოვრონ. აქ არ არის არც წყალი, არც გაზი, არც შეშა. მტერს არ მოექცევა ადამიანი, როგორც ქართული სახელმწიფო ექცევა ამ ადამიანებს," - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.